ზოგადად

BICT მართავს და ოპერირებს საკონტეინერო, საბორნე და გენერალური ტვირთების ტერმინალს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. ბათუმის საზღვაო ნავსადგური, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო სავაჭრო მიმოსვლის კვანძს შავი ზღვის აუზში. 

 

  საბორნე

საბორნე და გენერალური ტვირთების ტერმინალი განლაგებულია მე-6 ნავმისადგომზე, სიგრძე - 183 მეტრი, სიღრმე - 8 მეტრი. საბორნე მიმოსვლა ხორციელდება ბულგარეთის   მიმართულებით.

 

  კონტეინერების გახსნა

კონტეინერების გახსნა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მომზადებული მუშახელის გამოყენებით.

 

  გადატვირთვა

კონტეინერების და გენერალური ტვირთის/საპროექტო ტვირთის ჩამოტვირთვა და დატვირთვა ხორციელდება მე-4-5 ნავმისადგომზე, სიგრძე 284 მეტრი. აგრეთვე ეფექტურად ხორციელდება კონტეინერებისა და ტვირთის გადატვირთვა ტრანსპორტის მულტიმოდალური საშუალებებიდან.

 

  CCTV კამერები

ტერმინალის მთელი ტერიტორია კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით 24/7 რეჟიმში. დაცვის თანამშრომლები პატრულირებენ ტერმინალის მთელ ტერიტორიაზე.

 

  ტვირთების დამუშავება

საკონტეინერო ტვირთების სწრაფი და ეფექტური მომსახურება ხორციელდება თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებისა და საოპერაციო სისტემების გამოყენებით. 

 

​   საწყობი

საკონტეინერო ეზო: 6.5 ჰექტარი ამჟამად და 13.6 ჰექტარი სრული განვითარების შემდეგ.  დახურული საბაჟო საწყობი 625 კვ.მეტრი. CFS დახურული საწყობი 3000 კვ.მეტრი.

 

​   გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი)

გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) ახორციელებს ტვირთების განბაჟებას ერთი ფანჯრის პრინციპით. საბაჟო ოფისებისა და ბანკების განლაგება ტერმინალის ტერიტორიაზე ტვირთის სწრაფი განბაჟებისა და გატანის შესაძლებლობას იძლევა.