PDF Icon სტანდარტული ტარიფების ჩამოტვირთვა (ძალაშია 2026 წლის ივლისიდან)

შესავალი

სათაურის განმარტება მოცემული ტარიფი გამოქვეყნებულია შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (ბსსტ) მიერ და ზოგადად ეწოდება ბსსტ სტანდარტული ტარიფი.
გავრცელების არე ტარიფი მოიცავს ბსსტ-ს მიერ გაწეულ მომსახურებას. Aტარიფის განმარტებისთვის, რომელიც არ არის განმარტებული მოცემულ დოკუმენტში, მიმართეთ ბსსტ მენეჯმენტს. ფაქტობრივი გადასახადები შეიძლება განსხვავდებოდეს ტვირთის თვისებების მიხედვით. ტარიფის ინტერპრეტაცია ეკუთვნის ბსსტ-ს.
საქმიანობის პირობები ამ ტარიფით განსაზღვრული მომსახურებები განმარტებულია ბსსტ-ს მიერ გამოქვეყნებულ საქმიანობის პირობებში.
საზოგადოების ინფორმირება მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილი სატარიფო განაკვეთები შეეხება ყველა მომხმარებელს, რომლებსაც არა აქვთ რაიმე სახის სხვა შეთანხმება ბსსტ-სთან. აქ მოცემულ ტარიფებთან ერთად გემისა და ტვირთის მოსაკრებელი განისაზღვრება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადებით.
უფლებების დაცვა შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი იტოვებს უფლებას, მიაწოდოს ყველა სახის ტექნიკა და შეასრულოს საკონტეინერო ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა სერვისი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.
მოსაკრებლები ამ ტარიფში აღწერილი მოსაკრებლები წარმოადგენენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში არსებული ტარიფების, შეტყობინების ან კანონის, ან რაიმე სახის სხვა მოსაკრებლების დანამატს. ეს ტარიფი ასევე გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიერ დაწესებულ მოსაკრებელს, მაგალითად დღგ.
ვალუტა მოცემული ტარიფის ვალუტა არის აშშ დოლარი.
გადამხდელი ტარიფის გადამხდელი არის სერვისის მომთხოვნი მხარე, თუ რაიმე სახის სხვა შეთანხმება არ არსებობს.
დასაწყობების მოსაკრებელი მიმღები იხდის სავსე საიმპორტო კონტეინერის დასაწყობების ტარიფს. გადამზიდავი კომპანია იხდის სავსე საექსპორტო კონტეინერის დასაწყობების, ტრანსშიფმენტის და რეფრიჟერატორულ გადასახადს.

განმარტება

კომპანია შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (ბსსტ)
გადამზიდავი გემთმფლობელები, ოპერატორები, დამკვეთები ან მათი აგენტები
საკონტეინერო ეზო საკონტეინერო ტერმინალი ან საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებული ბსსტ-ს გამოყენებისთვის განსაზღვრული სხვა ტერიტორია
პირდაპირი მიწოდება სატვირთო ან სარკინიგზო ტრანსპორტიდან კონტეინერის პირდაპირი გადატვირთვა გემში საკონტეინერო ეზოში დასაწყობების გარეშე
სავსე კონტეინერის დატვირთვა FCL ბსსტ-ს მიერ მიღებული ან მიწოდებული დატვირთული და დალუქული კონტეინერი
ნაკლებად დატვირთული კონტეინერი LCL ბსსტ-ს მიერ გახსნილი დატვირთული კონტეინერი რომელზეც წარმოდგენილია 2 ან მეტი კონოსამენტი
გადასახადისგან თავისუფალი (უფასო) დროის მანძილი, რომლის განმავლობაშიც კონტეინერი დასაწყობებულია საკონტეინერო ეზოში დასაწყობების გადასახადის გარეშე
საფრახტო ტონა ერთი ტონა 1000 კილოგრამი ან ერთი კუბური მეტრი ტვირთი, რომელიც უფრო მეტია
კონტეინერის გადატანა კონტეინერის ან ტვირთის მოძრაობა ერთი სასაწყობე ადგილიდან მეორეზე
გადაზიდვა ნავსადგურის დატოვების გარეშე ერთი გემიდან მეორეში გადატვირთული კონტეინერი ან ტვირთი, იბეგრება პირველი გადამზიდავი
ტრანზიტული ტვირთი ტვირთი, რომელიც გადაიტვირთება ტერმინალში ერთი სახმელეთო ტრანსპორტიდან მეორეში
სტივიდორული მომსახურება კონტეინერის ან ტვირთის გადატანა გემიდან საკონტეინერო ეზოში, ან პირიქით
დამუშავება კონტეინერების ან ტვირთის მიღება ან მიწოდება სახმელეთო ტრანსპორტით
მანიპულირება საკონტეინერო ეზოში ტვირთის ან კონტეინერის მოძრაობა, სტრიპინგისთვის, ინსპექტირებისთვის ან სხვა მიზნებისთვის
დასაწყობების დრო დასაწყობების დრო იწყება საიმპორტო კონტეინერების გემიდან გადმოტვირთვის დასრულების დღიდან ან საექსპორტო კონტეინერის ან ტვირთის ტერმინალში მიღების დღიდან
OOG არასტანდარტული/საპროექტო ტვირთები
IMDG საერთაშორისო საზღვაო სახიფათო ტვირთები
ნავმისადგომის მოცდენის გადასახადი საათობრივი გადასახადი ნავმისადგომზე დგომისათვის, რომელიც გამოიყენება გემზე ოპერაციების დასრულებიდან 2 საათის შემდეგ
მოცდენის გადასახადი საათობრივი გადასახადი ტერმინალის აღჭურვილობის ან მუშახელის მოცდენისათვის ტერმინალის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით

A. საკონტეინერო

# განმარტება ერთეული სავსე ცარიელი
20’ 40’ 20’ 40’
იმპორტი / ექსპორტი
1 სატერმინალო მომსახურება THC 267 301 186 209
2 ბორტზე გადალაგება 81 104 52 75
3 ნავმისადგომის გავლით გადალაგება 115 138 69 92
4 ლუქების გახსნა/დახურვა 173
5 კონტეინერზე ღვედის მოხსნა/დამაგრება 173
6 კონტეინერების დამაგრება ან ჩახსნა 12
7 დღესასწაულებზე მუშაობის გადასახადი % 25
8 non-cellular გემის გადასახადი % 100
დასაწყობება
9 1-დან 3 დღემდე დღე უფასო უფასო 1 2
10 4-დან 10 დღემდე დღე 4.50 6 2 3
11 11-დან 20 დღემდე დღე 6 9 3 4
12 21 დღეზე მეტი დღე 11 13 8 10
ტრანსშიფმენტი
13 სტივიდორული მომსახურება 253 316 138 190
14 დღესასწაულებზე მუშაობის გადასახადი % 25
15 non-cellular გემის გადასახადი % 100
ტრანსშიფმენტის დასაწყობება
16 1-დან 5 დღემდე დღე უფასო უფასო უფასო უფასო
17 6 დღეზე მეტი დღე 12 23 9 17
სხვა მომსახურება
18 მაცივარ-კონტეინერის ჩართვა/გამორთვა 40
19 მაცივარ-კონტეინერის დასაწყობება დღე 35
20 მანიპულაცია (ეზოში მოძრაობა) 46 58 23 35
21 აწევა/დაწევა 35 58 23 35
22 Flat Rack კონტეინერის დასაწყობება n/a n/a 13 26
23 გასასვლელის გადასახადი 17 17 უფასო უფასო
24 კონტეინერის გასუფთავება 12
25 მაცივარ-კონტეინერის შემოწმება 18,19 პუნქტის გარდა 64
26 დამატებითი გადასახადი სახიფათო IMDG ტვირთზე % 50
27 დამატებითი გადასახადი არასტანდარტულ OOG კონტეინერზე % 50
28 IMO სტიკერის დაბნევა ან მოხსნა 12
29 გენსეტის დაყენება ან მოხსნა 15
30 ნავმისადგომის მოცდენის გადასახადი საათი 500
31 მოცდენის გადასახადი საათი 180
32 სარკინიგზო ხაზის გამოყენება TEU 10
შენიშვნები:
  • THC მოიცავს გემიდან დაცლა/დატვირთვას, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე დაცლა/დატვირთვას.
  • ჭიშკარში გატარების მოსაკრებელი მოქმედებს ყველა იმ სავსე კონტეინერის მიმართ, რომელიც გადმოიტვირთება გემიდან და სატვირთო ავტომანქანით გადის ტერმინალის ჭიშკრიდან. მოსაკრებელი არ მოქმედებს იმ ცარიელი, საექსპორტო და იმ კონტეინერების მიმართ, რომლის სატვირთო დამუშავება - დაცლა/დატვირთვა მოხდება საკონტეინერო ტერმინალის მიერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
  • სახიფათო ტვირთები (IMDG) კლასი 1 და 7 – არ დასაწყობებდა ტერმინალში; გადამზიდავებმა, მიმღებებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ პირდაპირ გატანას ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით.
  • მაცივარ-კონტეინერის ელექტრო-ენერგიის ხარჯები შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე – ტარიფის შეცვლის უფლება აქვს სერვისის მიმწოდებელს.
  • თავისუფალი შენახვის დღეები არ ვრცელდება მაცივარ-კონტეინერზე. მაცივარ-კონტეინერი თავისუფლდება შენახვის გადასახადისგან მხოლოდ როცა/თუ:
    1. მაცივარ-კონტეინერი დატოვებს ტერმინალის ტერიტორიას ან გაიხსნება გადმოტვირთვიდან მეორე დღეს, იმ შემთხვევაში თუკი გემიდან გადმოტვირთვა განხორციელდა 18:00 საათზე ან უფრო გვიან.
    2. მაცივარ-კონტეინერი დატოვებს ტერმინალის ტერიტორიას ან გაიხსნება გემიდან გადმოტვირთვის დღეს.
  • RESTOWS განმარტება:
    • გადამზიდავის დავალებით: გადასახადი ეკისრება გადამზიდავს.
    • გადამზიდავის დავალების გარეშე: არასათანადო დაგეგმარება ან უსაფრთხოების მიზნით (3 იარუსი გემბანზე ან ზემოთ) გადასახადი ეკისრება გადამზიდავს. 3 იარუსზე დაბლა არ იბეგრება.
  • ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების შენახვა განთავისუფლებულია შენახვის გადასახადისგან განწესის (Delivery Order) წარმოდგენის მომენტიდან.
  • სარკინიგზო ხაზის გამოყენების ტარიფი ვრცელდება რკინიგზით მიღებულ და გაგზავნილ როგორც დატვირთულ, ასევე ცარიელ კონტეინერებზე (გარდა ბლოკ-მატარებლებისა თბილისის მშრალი პორტის მიმართულებით).

B. საბორნე მომსახურება

# განმარტება ერთეული სავსე ცარიელი
დატვირთვა/გადმოტვირთვა
1 სუბრტოპიკული ციტრუსით დატვირთული სარკინიგზო ვაგონი 125 32
2 სარკინიგზო ვაგონი 184 32
3 სატრანსპორტი საშუალება 5ტ-ზე ნაკლები (მსუბუქი, ჯიპი, ვენი) 39
4 სატრანსპორტო საშუალება 5ტ-ზე მეტი 117
5 ლოკომოტივი 829
6 მგზავრი ადამიანი 2
7 კატერფილარის მანქანა 40ტ-ზე ნაკლები 704
8 კატერფილარის მანქანა 40ტ-ზე მეტი 1056
9 სხვა ტვირთი, მანქანა-დანადგარები საფრახტო ტონა 9
ტერმინალის დახმარება ოპერაციებში
10 ოპერატორი-მძღოლი სატ. საშუალება 9
11 სატერმინალო გამწევი გაწევა 137
12 ავტომტვირთავი აწევა 33
13 მოცდენის გადასახადი საათი 194
# მანქანების პარკინგი ერთეული 5ტ-ზე ნაკლები 5ტ-ზე მეტი
14 საპარკინგე ტერიტორიაზე დაშვება (შემოსვლის და მომდევნო დღე) უფასო უფასო
15 მე-3 დან მე-10 დღემდე დღე 32 65
16 მე-11 დღიდან დღე 65 130
# როლ-ტრეილერის პარკინგი ერთეული 20 ფტ 40 ფტ
17 1-დან 5 დღემდე დღე უფასო უფასო
18 მე-6 დღე და მეტი დღე 11 12
გადატვირთვის/შემოწმების აქტის მომზადება
19 სატრანსპორტო საშუალება 5ტ-მდე 28
20 სატრანსპორტო საშუალება 5ტ-ზე მეტი 56
21 ნავმისადგომის მოცდენის გადასახადი საათი 540

C. გენერალური ტვირთი

# განმარტება ერთეული ტარიფი
ამწის/ნავმისადგომის ოპერაციები (თითო მოძრაობა)
1 ტვირთი რომლის წონაც > 35 ტონას და/ან მოცულობა > 50 მ3 საფრახტო ტონა 40
2 ≤ 35ტ 30
3 ≤ 25ტ 25
4 ≤ 5ტ 20
ბორბლებიანი/მუხლუხიანი ტვირთი
5 ≤ 5ტ 160
6 ≤ 10ტ 250
7 ≤ 25ტ 30
8 ≤ 40ტ 40
9 40ტ ან მეტი 50
პირუტყვის გადაყვანის ოპერაციები
10 ცხვარი 2
11 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 6
12 თივა 70

D. საკონტეინერო გადატვირთვები – CFS

# განმარტება ერთეული ტარიფი
გადატვირთვა (კონტეინერებს და/ან მანქანებს შორის)
1 ტვირთი ბიგ-ბეგებში/კასრებში/პალეტებზე 8
2 ტვირთი ტომრებში 9
3 ტვირთი ყუთებში და რულონებში 10
4 არაგაბარიტული ტვირთი 30
5 ნებისმიერი ტვირთი სხვა შეფუთვით (მინ. 150 USD მანქანაზე/კონტეინერზე) 12
6 ბორბლებიანი ავტომანქანა 5ტ-მდე (მიწოდების ჩათვლით) 50
7 ვაგონის დასაწყობება ც/დღე 23
# დასაწყობება საფრახტო ტონით საწყობი ღია სივრცე
8 1-დან 5 დღემდე უფასო უფასო
9 6-დან 10 დღემდე 3 1.30
10 11-დან 20 დღემდე 5 2.50
11 21-ე დღე და მეტი 8 4
# მანქანა/დანადგარი > 5ტ დასაწყობება ღია სივრცის ტარიფი
12 1-დან 2 დღემდე უფასო
13 3-დან 12 დღემდე 23
14 13-ე დღე და მეტი 46
სხვა CFS სერვისები
15 დასაწყობება დეკლარაცია 23
16 აწონვა მანქანა 12
17 ტვირთის დატვირთვა ან გადმოტვირთვა საფრახტო ტონა 9
18 დახმარება (2 დოკერი) 30 წუთი 24
19 ტერიტორიაზე დაშვება შესვლა 20
21 გემების დგომის გადასახადი 4, 5, 6 ნავმისადგომებზე საათი 58
22 კონტეინერის საბაჟო ინსპექტირება (დაცლა/დატვირთვა) 92
23 ინსპექტირება 20' (ვიზუალური/სინჯები) 58
24 ინსპექტირება 40' (ვიზუალური/სინჯები) 81
25 რამპის გამოყენება ინსპექტირებისათვის 20
26 მანქანიანი კონტეინერის გახსნა რიგის გარეშე 700
27 მონაცემების ჩასწორების გადასახადი 10
28 საბროკერო მომსახურება 50
# მანქანების პარკინგი (კონტეინერიდან დაცლილი) ღია სივრცის ტარიფი
29 დაცლის დღე და მომდევნო 2 დღე უფასო
30 მე-4 დღიდან გაყვანამდე 11
შენიშვნები:
  • დასაწყობების დასაბეგრი მინიმალური რაოდენობა არის 1 საფრახტო ტონა.
  • პუნქტი 17 – ნიშნავს ტვირთის საწყობიდან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას ან სატრანსპორტო საშუალებიდან საწყობში გადმოტვირთვას.
  • პუნქტი 18 – თუკი საჭიროა ავტომტვირთავის გამოყენება მომსახურება უფასოა.
  • აწევა/დაწევა და კონტეინერის მანიპულაცია არ შედის გადატვირთვის ტარიფებში.
© 2026 Batumi International Container Terminal LLC. ყველა უფლება დაცულია.