მომსახურების ტარიფების შემცირება


მოხარული ვართ გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე. BICT-ის გუნდი მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მისი მომსახურება და მხარი დაუჭიროს მის მომხმარებლებს ყველა გამოწვევისას.

მეორადი ავტომობილების ბიზნესის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 აპრილიდან გამოვაცხადოთ ჩვენი მომსახურების ტარიფების შემცირება ავტომანქანების სტრიპინგზე და შენახვაზე. კერძოდ:

  1. კონტეინერის დაცლის ტარიფი შემცირდა 40$-მდე თითოეულ მანქანაზე (ადრე გამოცხადებული 60$-ის ნაცვლად), რომელიც მოიცავს სრულ მომსახურებას, როგორც მანქანის მიწოდებას ასევე ევაკუატორზე დატვირთვას.
  2. მანქანის პარკირების ტარიფი შემცირდა 10$-მდე თითოეულ მანქანაზე დღეში (ადრე გამოცხადებული 30$-ის ნაცვლად) პარკირების მე-4 დღიდან (გახსნის დღე და მომდევნო ორი დღე უფასო პარკირება) მომხმარებლის მიერ მანქანის გაყვანამდე.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს შეამსუბუქოს გარკვეული ტვირთი, რომელიც შეიძლება დაგაწვათ ბოლო პერიოდში.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ინიციატივა არა მხოლოდ შეამსუბუქებს თქვენს საოპერაციო ხარჯებს, არამედ გააძლიერებს თქვენს ბიზნეს საქმიანობას, ხელს შეუწყობს მდგრადობასა და ზრდას.

თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა და რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. გმადლობთ რომ ირჩევთ BICT-ს.